ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„დიდი ეჭვია, რომ ნიკა გვარამიამ თავად გაავრცელა ჩანაწერი“

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი  რეგიონულ მედიასთან შეხვედრას მართვას, ამჯერად რაჭაში.

ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით მას უსმენენ და ამით დაინტერესებული პირველ რიგში ივანიშვილია:

“ნიკა გვარამიას რაში სჭირდება ჩუმად მოსმენა? ისედაც ლაპარაკობს და ყველაფერს დაუფარავად საუბრობს.

სწორედ რომ ჩვენ მაგაზე ვთქვით უარი და ბიძინა ივანიშვილის ხელწერა თუ გახსოვთ, ხვედელიძის ფაქტი გაიხსენეთ, დღესაც გულისტკივილით ვიხსენებ, რეალურად მაშინ “ქართული ოცნების”  შტაბის უფროსი გახლდათ ხვედელიძე. და მაგან ჩანაწერი რომ გამოაქვეყნა, მაგისთვის არ დავზოგეთ და პირველი და მთავარი მონაპოვარი ახალი ხელისუფლების ის გახლავთ, რომ ეს მისმენები და მიყურადებები შეწყდა. ერთი შემთხვევა მაინც გაქვთ, რომ ხელისუფლებამ არასანქცირებული მოსმენების მიყურადება განახორციელა?

თანაც ვინ ადანაშაულებს ამას? ნიკა გვარამია, რომელიც ამ მოსმენების და მიყურადებების სპეციალისტი იყო. ეს კადრები რომ კეთდებოდა, ეს კაცი მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ, საიდან მოხვდა ამ ტელევიზიის დირექტორად და როგორ კბილებით იცავს თავისუფალ მედიას, ეს პროკურორის მოადგილე და რატოა იქ, არავინ კითხვას არ სვამს ახლა. როგორ საუბრობს თანაც! აღმაშფოთებელი რა არის, ამ ორ მომენტს გამოვყოფდი. როგორ საუბრობს ჩანაწერში ის რომ ჩანაწრი არის ნამდვილი, თვითონ დაასაბუთა და ამით ეჭვსაც აღრმავებს, რომ მას ეს უნდოდა, რომ პრინციპში ვაჟკაცობა ეჩვენებინა „ნაციონალებისთვის“, საკუთარი გუნდისთვის, თუ მოსახლეობას ისევ გვემუქრება, არ ვიცი, მაგრამ დიდი ეჭვები არის, რომ მანვე გაავრცელა ეს პრინციპში და მას შეეძლო ყველაზე იოლად საკუთარი ჩანაწერის გავრცელება.

იქ კარგად ჩანს, როგორი აღშფოთებულია, რომ ვიღაც მეგრელიშვილი თუ მარგველაშვილია, რაღაცას რომ ამბობს.. გვარამიამ ლამის ტყავი გააძრო კაცს, პარტიის ლიდერს, რომ ასეთი რამე როგორ გაბედეო და ისიც როგორ იმართლებს თავს. აი, ეს არის აქ მთავარი.

მე ვიცი, რომ გამოძიებაა დაწყებული და სხვათა შორის, როგორც ვიცი, ამერიკაში ესაუბრებოდა ერთი მეორეს და ასეთი სატელეფონო ზარების მოსმენა რამდენიმე ქვეყანაშიც შეუძლია მოყვარულებსაც. დღეს ეს არავითარ პრობლემას წარმოადგენს

ეჭვები სულ უნდა გვქონდეს, სულ უნდა ვფრთხილობდეთ, ჟურნალისტები სულ უნდა იყვნენ ამ მიმართულებით ძალიან ფხიზლად და აგრესიულად თუ გნებავთ. არცერთი გამოვლინება არ გვაქვს. ის , რომ რესურსი აქვს ხელისუფლებას და ეჭვს იწვევს, კი ბატონო, მეც ვუერთდები ამას, რომ ხელისუფლებას აქვს ამის ყველაზე დიდი რესურსი, უსაფრთხოების სამსახურს და შეუძლია, რომ მოუსმინოს, მაგრამ ამას უნდა მტკიცებულებები და დამტკიცება”, -განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის განმარტებით, ასევე სიცრუეა ნიკა გვარამიას განცხადება, რომლის მიხედვითაც ივანიშვილმა  „რუსთავი 2“-ის დირექტორს ტელეკომპანიის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარი, რის შემდეგაც გვარამიამ ჩანაწერების გაკეთება-გავრცელება ივანიშვილს დაუკავშირა.

 

იტვირთბა....