ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„უსაფრთხოების სამსახური თავის ფუნქციებს ახორციელებს კანონის საფუძველზე”

სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერის თემაზე კომენტარი გააკეთა:

“სუსი ახორციელებს მიუკერძოებლად იმ ფუნქციებს, რასაც ქვია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მაქსიმალურად არის დაცული თითოეულის პერსონალური უფლებები ამ ფუნქციის განხორციელების ფარგლებში. აქედან გამომდინარე, როგორც ამ სამსახურის ერთ-ერთი ძველი წარმომადგენელი, რომელმაც ვიცი რა მიუკერძოებლობის და პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი ხარისხი, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავის ფუნქციებს ახორციელებს კანონის საფუძველზე”,- განაცხადა ლევან იზორიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი.

იტვირთბა....