ევროკავშირის საბჭოში უკრაინისთვის, საქართველოსა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე 11 ოქტომბერს იმსჯელებენ. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ელენა ზერკალმა ჟურნალისტებს მიაწოდა:
„ფაქტობრივად, უკრაინისთვის და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების ტექნიკურ მხარეზე შეკითხვები არ არსებობს. დაბრკოლებას წარმოადგენს საკითხი, თუ როგორ გადაწყვეტენ ერთმანეთში პარლამენტი და ევროკავშირის საბჭო, ვინ იქნება მთავარი უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხში, რადგან ახლა ამ საკითხზე მათ შორის დიდი დავა მიმდინარეობს“, – განაცხადა ელენა ზერკალმა.