ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა ლაგოდეხის რამდენიმე სოფელი დააზარალა

ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა ლაგოდეხის რაიონის სამ სოფელში, აფენში, ჭაბუკიანსა და გვიმრიანში ათობით ოჯახი მნიშვნელოვნად დააზარალა.

რამდენიმე საცხოვრებელ სახლს მთლიანად გადახდილი აქვს სახურავი. მოგლეჯილია ასწლოვანი ხეები. ერთი ხე აფენის საჯარო სკოლის შენობის ნაწილს დაეცა და სახურავი დააზიანა.

“ისეთი ძლიერი ქარიშხალი იყო, რომ მარტო ჩვენს სოფელში 15-მდე სახლს სახურავი გადახადა. ასეთი მდგომარეობაა მეზობელ სოფლებშიც”. – აცხადებს სოფელ აფენის მცხოვრები ნიკოლოზ ჯაჯანიძე.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, უკვე შექნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც რაიონში სტიქიისგან მიყენებიულ ზარალს დაითვლის.

იტვირთბა....