დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის ჰილარი კლინტონის ექიმმა გავრცელებულ წერილში განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონი თავს კარგად გრძნობს და მზად არის პრეზიდენტის მოვალეობებიც შეარულოს. შეგახსენებთ, რომ კლინტონს პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. ამჟამად კლინტონი ანტიბიოტიკებით მკურნალობს.
აღსანიშნავია, რომ მისმა კონკურენტმა, დონალდ ტრამპმა, ერთ-ერთ გადაცემაში საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნა მიიტანა და განაცხადა, რომ იგი თავს ახალგაზრდულად გრძნობს.