დღეს, ისნის და საბურთალოს რაიონებს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.
ისნის რაიონში, 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის III კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის, შანდორ პეტეფის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ბალანჩივაძის, დოლიძის, ლიხაურის, ჩიქოვანის და ბაკურციხის ქუჩების მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.” – აცხადებს თელასი.
იტვირთბა....