აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ბულგარეთმა ამოწურა სამხედრო მხარდაჭერის შესაძლებლობები, არაფერი დაგვრჩა, რაც უკრაინას შეიძლება, მივაწოდოთ” – რუმენ რადევი

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შესაძლებლობები აქვს ამოწურული, თუმცა მზად არის, სამხედრო ტექნიკის შეკეთებაში დაეხმაროს.

„ჩვენ ამოვწურეთ სამხედრო მხარდაჭერის შესაძლებლობები, ვგულისხმობ იარაღსა და საბრძოლო მასალებს, რომლებიც ბულგარეთის სამხედრო საწყობებში იყო“, – განაცხადა რადევმა.

ბულგარეთის პრემიერის თქმით, ქვეყანამ უკრაინას სამხედრო დახმარების 13 პაკეტი გადასცა და გადასაცემი რესურსი აღარ აქვს.

„ჩვენ 13 პაკეტი გადავეცით და მეტი არაფერი დაგვრჩა, რაც უკრაინას შეიძლება, მივაწოდოთ. რაც შეგვიძლია, არის ტექნიკური სამხედრო მხარდაჭერა, ბულგარეთში სამხედრო აღჭურვილობის შეკეთების უზრუნველყოფა. ეს არის ჩვენი დახმარება“, – განაცხადა რუმენ რადევმა.

იტვირთბა....