ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა დავეხმაროთ უკრაინას, მეტი ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე და უზრუნველვყოთ, რომ ამ ომში ერთადერთი გამარჯვებული, რა თქმა უნდა, უკრაინა აღმოჩნდეს, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრა მეტე ფრედერიქსენმა ანკარაში ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, მან დანიის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ დანია სუვერენული სახელმწიფოა და მის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ყველამ პატივი უნდა სცეს.
„ჩვენი პოზიცია ნათელია, გრენლანდია, რა თქმა უნდა, არ იყიდება. ვიმედოვნებთ, რომ ყველა მოკავშირე პატივს სცემს გრენლანდიელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და ყველამ უნდა პატივი სცეს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
კითხვაზე, მზადაა თუ არა დანია გრენლანდიის სამხედრო გზით დაცვისთვის, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა:
„მზად ვართ დავიცვათ ნატო-ს ყოველი ინჩი, მათ შორის ჩვენივე ტერიტორია. თუ რომელიმე ჩვენგანს რამე დაემართება, მაშინ ყველამ ერთმანეთი უნდა დავიცვათ. ვგულისხმობ, რომ მე-5 მუხლი ჩვენი დაცვის გარანტიაა“, – აღნიშნა დანიის პრემიერმა.

