“ახალი სასწავლო წლის დაწყება 20 სკოლაში გადაიდო”, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ სკოლებში, ზოგან ორი დღით დაგვიანდება სწავლის დაწყება, ზოგან მაქსიმუმ ორი კვირით გადაიდება. აღნიშნულის მიზეზად მინისტრმა სარემონტო სამუშაოების დასრულება დაასახელა.
ჯეჯელავას განცხადებით ამ 20 სკოლიდან 13 ამერიკული სკოლაა და სანამ შესაბამისი კომისია არ ჩაიბარებს, ამ სკოლებში სწავლა არ დაიწყება.
მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, რომ მოსწავლეებს გაკვეთილის საათები შაბათის ხარჯზე აუნაზღაურდებათ.
იტვირთბა....