თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩვენებში სამი კანდიდატი დარეგისტრირდა, ესენი არიან: ფილოსოფოსი გიორგი ბარამიძე, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შერვაშიძე და უნივერსიტეტის პროფესორი ცირა ბარამიძე.
თსუ-ის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია 2016 წლის 9-დან 14 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. რექტორობის მსურველთა განცხადებებს აკადემიური საბჭო განიხილავს და რექტორობის კანდიდატს 2016 წლის 23 სექტემბერს აირჩევს.
შეგახსენებთ, თსუ-ის რექტორის მოვალეობას დარეჯან თვალთვაძე ასრულებს, რომელიც მოვალეობის შემსრულებლად 2016 წლის 20 აპრილს აირჩიეს, მას შემდეგ, რაც წინა რექტორმა, ვლადიმირ პაპავამ დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.