ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ეს არის გზავნილი, რომ საუბარი შეიძლება იქნას მოსმენილი და გავრცელებული“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს „აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა  ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით ისაუბრა:

 

„ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელიც სპეცსამსახურებს აძლევს საშუალებას, უკონტროლონ, მოუსმინონ ნებისმიერ სატელეფონო საუბარს.

თუკი საზოგადოება მთავრობის მიმართულებით ხელს გაიშვერს ლოგიკური იქნება, რადგან ანტიკონსტიტუციური სისტემა გვაქვს, მოსმენების სისტემაზე ვამბობ.

იმის გამო, რომ დღევანდელმა მთავრობამ ეს სისტემა არ შეცვალა, იმის გამო, რომ არცერთი ფაქტი არ გამოიძია, ვინ იდგა ვიდეოების გავრცელების უკან, ეს შედეგი, რაც გვაქვს იმიტომ გვაქვს, ეს ფაქტები წინასაარჩევნო პერიოდში ხდება.

ეს არის გზავნილი ამ კონკრეტული პიროვნებების მიმართ, რომ მათი ნაბიჯი, საუბარი შეიძლება იქნას მოსმენილი და გავრცელებული,“- აღნიშნა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერი, სადაც გვარამია ბურჭულაძეს „ქართულ ოცნებასთან“ შესაძლო თანამშრომლობის შესახებ საყვედურობს.

იტვირთბა....