„ძალიან კარგია, რომ გოდერძი თევზაძე დღეს არის დაკავებული“,- ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა:
”ძალიან კარგია რომ ის დღეს არის დაკავებული. მას აქვს სრული უფლება დაიცვას თავისი უფლებები.
რადგანაც გამოძიება მიმდინარეობს ჩვენ წინასწარი კომენტარები აღარ უნდა გავაკეთოთ. გამოძიება ჩატარდება და გაირკვევა რა არის სიმართლე. ვერავინ ვერ გაექცევა დანაშაულს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე სამართალდამცველებს ჩაბარდა. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა დასწურებლად აქვს შეფარდებული.