საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლკსკიმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრის დაწყებამდე მომავალ არჩევნებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, აღნიშნულ ვიზიტზე საუბრის ძირითადი თემა სწორედ წინასაარჩევნო გარემო იქნება, მათ შორის შს-ს მინისტრის განცხადებაც, დესტაბილიზაციის საფრთხესთან დაკავშირებით:
“მე ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი შეხედულებები მაქვს და არაერთხელ მისაუბრია. ვფიქრობ, “ნაციონალური მოძრაობის” უცვლელი ლიდერი საკმაოდ ღია, სკანდალურ განცხადებებს აკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ რეჟიმი უნდა დაემხოს, არჩევნებს ვერ დაველოდებით, ეს იყო ბევრ ინტერვიუში. არის კიდევ ბევრი სხვა ინფორმაცია, რომელიც პოლიტიკოსებისთვის და საზოგადოებისთვის ღია ინფორმაციაა. რა დამატებით ინფორმაციას ფლობს შს სამინისტრო, ამასთან დაკავშირებით მე დამატებითი კომენტარი არ მაქვს”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ შს მინისტრის განცხადებით, წინასაარჩევნოდ გარკვეული პროვოკაციებია მოსალოდნელი.