ხობში, 40 წლამდე მამაკაცმა, მეუღლისა და შვილის თვალწინ, თვითმკვლელობა სცადა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ამ მიზნით ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მიღებული დაზიანებების შედეგად მძიმეა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.