ახალი ამბები მთავარი

შსს: არჩევნების უსაფრთხოებისთვის სპეციალური საპოლიციო ჯგუფები შეიქმნება

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 8 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური  საპოლიციო პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც თითოეულ რეგიონში უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ჯგუფები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე უზრუნველყოფენ: მოსალოდნელი საფრთხეების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და რისკების მუდმივ შეფასებას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას; არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა შესაძლო გამოცხადების მიზნით, უსაფრთხოების გეგმის შემუშავებასა და არჩევნების პერიოდში გამოვლენილ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების ორგანიზებას.

შს მინისტრის სპეციალური ბრძანება ძალაში უკვე შევიდა.

იტვირთბა....