ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებს გეგმავს, ინფორმაცია მათი რიგებიდან ჟონავს“

“ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს პროვოკაციებს, ეს ინფორმაცი მათი რიგებიდან ჟონავს,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, „რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, როგორც სახელწმიფო უწყებების, ასევე პარტიულ დონეზე აქვთ ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციების შესახებ.

„გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, თუმცა ამ ეტაპზე გასაჯაროვებისგან თავს ვიკავებთ და როგორც კი გვექნება ინფორმაცია ამ პროვოკაციის დანაშაულებრივ მხარეებზე, მაშინვე მივმართავთ შესაბამის უწყებებს,“ – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობს“ „მარგინალური და უსუსური“ ძალა უწოდა და აღნიშნა, რომ “ისინი 8 ოქტომბერს განწირულები არიან დამარცხებისთვის”.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო პროვოკაციაზე მმართველ გუნდში ბოლო დღეებია საუბრობენ. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმაც გააკეთა.

იტვირთბა....