პარტია „ჩვენი საქართველოს“ წევრი ზაზა ლაზაროვი გარდაიცვალა, -ინფორმაციას „მრეწველების“ წევრი, ზურაბ ტყემალაძე ადასტურებს.
როგორც მან “მეტრონომს” განუცხადა, დაზუსტებულ ინფორმაციას თუ რა გახდა ლაზაროვის გარდაცვალების მიზეზი, არ ფლობს.
პარტია „ჩვენი საქართველოს“ წევრი ცესკო-ს გადაწყვეტილებას რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე შიმშილობით აპროტესტებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შიმშილობამ ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია.
„ჩვენი საქართველოს“ წევრი გუშინ გარდაიცვალა.