მარტვილის რაიონის სოფლების გათავისუფლებული 18 რწმუნებული, სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას ითხოვს.
მათი განცხადებით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა მოგვიანებით სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უკანონოდ სცნო და დაკავებულ თანამდებობებზე აღადგინა.
მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას ასევე დაკისრებული აქვს მათთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება, რაზეც დაახლოებით 3 თვეა უარს ამბობს.
აღნიშნულის მოთხოვნით, ყოფილი რწმუნებულები დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელს, მის მოადგილეს და იურიდიული სამსახურის უფროსს ესაუბრნენ.
გამგეობაში აღნიშნავენ, რომ სააღსრულებლო დოკუმენტში დეტალები დასაზუსტებელია და სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე უარს ამბობენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მარტვილის გამგებელსა და სამსახურიდან გათავისუფლებულ რწმუნებულებს შორის სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა.