ქობულეთის სანიტარული დასუფთავების სამსახურის უფროსმა რაულ ჩელებაძემ თანამდებობა დატოვა.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, მან პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღო. გამგებლის მოადგილე, ირაკლი ცეცხლაძე აცხადებს, რომ ტურისტულ სეზონზე ქალაქში დასუფთავების პრობლემა იდგა, თუმცა გამგებლის მოადგილისთვის უცნობია, გახდა თუ არა ეს გარემოება რაულ ჩელებაძის გადაწყვეტილების მიზეზი:
„ნარჩენების გატანის კუთხით, მართლაც იყო წელს, ზაფხულის სეზონს განმავლობაში პრობლემა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გათვალისწინებით, რომელიც სანდასუფთავების სამსახურს, ამ ეტაპზე გააჩნია , ალბათ, მეტის გაკეთება, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. შეიძლება, რაულ ჩელებაძის გადაწყვეტილება, გადადგომაზე, უკავშირდებოდეს, ხარვეზებით ჩატარებულ საზაფხულო სეზონს. მისთვის, ძალა არავის დაუტანებია, რომ განცხადება დაეწერა“, -აცხადებს ირკალი ცეცხლაძე.
რაულ ჩელებაძე, ქობულეთის დასუფთავების სამსახურის უფროსად, ორი წლის წინ დაინიშნა, ის აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის დეიდაშვილია, რაც ოპოზიციის კრიტიკის საბაბი არაერთხელ გამხდარა.