ახალი ამბები მთავარი

გორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს: „ველოსიპედით მიმავალმა კაცმა ზურგში დანა ჩაარტყა“

გორში, ქალაქის ცენტრში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, თვითმხილველების ინფორმაციით,  ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ველოსიპედით მიმავალმა კაცმა ზურგში დანა ჩაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც “მეტრონომს” შსს-დან აცნობეს, მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიება.  გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

 

იტვირთბა....