თეთრიწყაროს რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა- ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს ( ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).