“ისლამური სახელმწიფოს” ე. წ. პრესმდივანი აბუ მუჰამად ალ-ადნანი აგვისტოში ამერიკული ავიაციის იერიშს ემსხვერპლა, -ინფორმაციას პენტაგონი ადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექსტრემისტებზე დარტყმა რუსულმა ბომბდამშენმა სუ-34-მა განახორციელა. ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებას “სისულელე” უწოდეს.
ალ-ადნანი “ისლამური სახელმწიფოში” ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საველე მეთაურად და იდეოლოგად მიიჩნეოდა.