ახალი ამბები მთავარი სამართალი

დათა ახალაიას სახაზინო ადვოკატიც დაენიშნა

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულ დათა ახალაიას სასამართლომ სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა, რადგან სასამართლო სხდომა დღეს ბრალდებულ დათა ახალაიას ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

გავრცელებული ინფორმაციით,  ირაკლი ზაქარეიშვილი  სასამართლოზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა.

სახაზინო ადვოკატის დანიშვნის მიუხედავად, ახალაიას ადვოკატირება ირაკლი ზაქარეიშვილს მაინც შეეძლება.

სპეცოპერციის საქმეზე ბრალდებულების გია დგებუაძის (იგივე მასტერას) და დათა ახალაიას სასამართლო პროცესი 19 სექტემბერს გაგრძელდება.

იტვირთბა....