ამ წუთებში ხათუნა ლაგაზიძე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. პროკურატურაში მისი მისვლა მას შემდეგ გახდა საჭიროა, რაც მან განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიიდან საფრთხე ემუქრებოდა. ლაგაზიძემ სახელმწიფოსგან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოების მიზნით დაცვა მოითხოვა.
შეგახსენებთ, როგორც ხათუნა ლაგაზიძემ „მეტრონომისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მას და მის ოჯახს პაატა ბურჭულაძის პარტიიდან საფრთხე ემუქრება. მისი თქმით, პაატა ბურჭულაძის ზურგს უკან ყოფილი „ნაციონალები“ და კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანები არიან და საარჩევნო სიაც სწორედ მათი ზეწოლით დაკომპლექტდა.