ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილსა და მსახიობ ლაშა კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება, –  ამის შესახებ როსტოშვილისა და კურტანიძის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ადვოკატმა სასამართლოს პროცესის გადადების შუამდგომლობით მიმართა.  მოსამართლემ ბრალდების შესავალი სიტყვის მოსმენის შემდეგ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესი 13 ოქტომბრამდე გადადო. ბრალდებულების ადვოკატის თქმით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების ინიციატივა პროკურატურისგან მოდის, ამჟამად მოლაპარაკებები კი სასჯელის ვადაზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსაიხობი ლაშა კურტანიძე 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. რამდენიმე თვეში 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ისინი გაათავისუფლეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

 

იტვირთბა....