ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ვაყას მკვიდრები დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყას მკვიდრები ვალერი მეხრიშვილი და კახა მეზურნიშვილი ე.წ.საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულის ახლობლები აცხადებენ, რომ მათ ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ და ისინი ქართველი სამართალდამცავების კონტროლირებადი ტერიტორიიდან მაშნ აიყვანეს, როდესაც შეშას ამზადებდნენ.

ამ დროისათვის, ორივე მათგანი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

იტვირთბა....