ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ჩვენ დავასრულეთ ყველა „კანონიერი ქურდის“ აღწერა“

„ჩვენ დავასრულეთ ყველა “კანონიერი ქურდის” აღწერა, რომელიც ინტერპოლის მწვანე ცირკულარში განვათავსეთ“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტ “მილენიუმის” კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც სტუმრებს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის კუთხით მიღწეული შედეგები გააცნო.

„საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებებით შეთანხმებები გვაქვს გაფორმებული ჩვენს პარტნიორ 26 ქვეყანასთან, საიდანაც 15 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ ჩეხეთთან, საბერძნეთთან, დანიის და ბელგიის სამეფოებთან ანალოგიური შეთანხმების გაფორმებას. ჩვენი მეკავშირე ოფიცრები წარვგზავნეთ ევროპის 13 ქვეყანაში. ამან თავისი შედეგი გამოიღო”,- განაცხადა მღებრიშვილმა.

მინისტრმა ისაუბრა მოახლოებულ არჩევნებზეც და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, რიგი პარტიები არჩევნების პერიოდში და მის შემდგომაც გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავენ.

მინისტრმა დამატებითი დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ უწყება ამ მიმართულებით მობილიზებულია.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ისტერიული ხასიათი მიიღო პოლიციელების დადანაშაულებამ. ამით ის სამტერედიაში, კუპრავების ოჯახის მიერ პოლიციელეის ძალადობაში დადანაშულებას გამოეხმაურა და აღნიშნა: „ეს ისტერიკა ადრე თუ გვიან დამთავრდება და” ამას მოვირჩენთ აუცილებლად”.

მისივე თქმით, მანამ, სანამ ის შინაგან საქმეთა მინისტრია, ეჭვმიტანილს ან დამნაშავეს ხელს ვერავინ დააფარებს.

იტვირთბა....