ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჰილარი კლინტონი თავს უკეთესად გრძნობს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, ჰილარი კლინტონი თავს უკეთესად გრძნობს,-ამის შესახებ   CNN-თან სატელეფონო ინტერვიუში თავად კლინტონმა განაცხადა.

როგორც კლინტონმა აღნიშნა,   პნევმონიის დიაგნოზის შესახებ არაფერი თქვა, რადგან ფიქრობდა, რომ ეს მნიშვნელოვანი არ არის.

ჰილარი კლინტონმა იმედი გამოთქვა, რომ მუშაობას უახლოეს დღეებში განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ჰილარი კლინტონი, ნიუ-იორკში 11 სექტემბრის ტერატების მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ცერემინიის დროს  შეუძლოდ გახდა. კლინტონის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებისა და მისი ექიმების განცხადებით, ყოფილ სახელმწიფო მდივანს პნევმონიის დიაგნოზი დაესვა.

 

იტვირთბა....