დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მონიტორინგის ანგარიშს გაასაჯაროებს, რომელშიც 13 ივნისის სტიქიის შემდგომ განხორციელებულ სალიკვიდაციო სამუშაოებსა და მობილიზებული თანხის ხარჯვის მონიტორინგზეც არის საუბარი:
„იმ საკანონმდებლო აქტივებში, რომლებიც არეგულირებენ ამ ურთიერთობას, დაზარალებულთა ანაზღაურების პროცესს, არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომლებიც ვერ ითვალისწინებს ყველა იმ სამართლებრივ მდგომარეობას, რაც არსებობდა სტიქიის ზონაში. გარკვეულ თანხებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები დარჩა. რამდენიმე შემთხვევაში გაუგებარია თანხების ხარჯვის ანგარიშებს შორის არსებული სხვაობები. უმჯობესი იქნება თუ აუდიტის სამსახური საბოლოოდ მოახდენს მერიის შემოწმებას ამ ნაწილში,“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ხაჩიძემ.
ანგარიშში ასევე მოხვდა ის ხუთი დაზარალებული ოჯახი, რომელსაც დღემდე არ აქვს მიღებული კომპენსაცია.