ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ქართველი მეწარმეები ჩინეთში პროდუქციას 2017 წლიდან საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანენ

 

ქართველი მეწარმეები ჩინეთში პროდუქციას 2017 წლიდან ყოველგვარი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანენ, -ინფორმაციას  ვიცე პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავრცელებს:

„პრაქტიკულად ჩვენი პროდუქციის 95% -ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე შევა ყველანაირი დამატებითი გასახადების გარეშე. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ღვინოზე და აგრარულ პროდუქციაზე, ჩინეთმა თავის პარტნიორ ქვეყანას მისცა შესაძლებლობა, ყველანაირი გარდამავალი პერიოდის გარეშე გაენულებინა საბაჟო ტარიფები,“- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

იტვირთბა....