ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ივანიშვილის და „თავისუფალი დემოკრატების“ ფლირტი: „მასთან მუშაობა საინტერესო იყო“

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ მას „რესპუბლიკელებს“ „თავისუფალი დემოკრატები“ ურჩევნია, „ტვ პირველის“ ეთერში „დემოკრატების“ წევრი, ალექსი (ბუკა ) პეტრიაშვილი გამოეხმაურა.

პეტრიაშვილის თქმით, ივანიშვილთან მუშაობა მისთვის საინტერესო იყო:

„არ დავიწყებ რომ (ივანიშვილის განცხადება) დატკობა იყო (ჩვენ მიმართ), ან წინასაარჩევნო ტაქტიკა. უფრო მეორე იყო. გუნდზე ვისუბრებ-ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“  ყოველთვის ვიყავით ერთგულები არა კონკრეტული ადამიანის, არამედ ღირებულების.

ბიძინა ივანიშვილს „თავისუფალი დემოკრატები“ ირაკლი ალასანიას ხალებისთვის და ჩემი ცისფერი თვალებისთვის არ დაუსახელებია, მან ძალიან კარგად იცის, რომ ალასანია არის ერთგული მეომარი საკუთარი სამშობლოსი, საკუთარი ქვეყნის. პირადი ყოველთვის გვერდზე გადაუდია. არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ შეუძლია ბრძოლაში გადაეშვას ქვეყნისთვის, მეგობრებისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის.

არ მომწონს როდესაც ივანიშვილს საკუთარი გუნდიდან ილიას ადარებენ. ჩემთვის არც ირაკლი ალასანია  ან არც ბიძინა ივანიშვილია ილიასთან შესადარებელი.

ივანიშვილი დიდი გავლენის არის, ეს ფაქტია და საინტერესო იყო ჩემთვის მასთან მუშაობა. მაშინ როცა ოპოზიცია 2011 წელს  ძალიან კრიზისულ მდგომარეობაში იყო, გამოჩნდა ივანიშვილი და ძალიან ბევრი რამ გააკეთა. ამ ბრძოლაში ერთად გავიმარჯვეთ. მაგრამ ვერ მოხდებოდა ივანიშვილის გამარჯვება, რომ არა ქართველი ხალხი და კი ბატონო, იყოს უკანა რიგებში, რომ არა „თავისუფალი დემოკრატები“.

რაც შეეხება შეცდომებს,  მას შემდეგ, რაც ივანიშვილი კაბელების საქმესთან დაკავშირებით შეცდომაში შეიყვანეს, ის გამოვიდა ტელევიზიით და ისაუბრა ისეთ რაღაცეებზე, რაც არ იყო სიმართლე. ეს ყველაფერი ღარიბაშვილის გუნდის მიერ იყო შეთითხნილი, მან ეს კარგად იცის, მაგრამ აქ ადამიანების ბედს ეხება საქმე. უშეცდომო არც ივანიშვილია, არც ალასანია, მაგრამ როცა ადამიანების ბედს ეხება, აქ შეცდომაა- 5 უდანაშაულო ადამიანი 7-7 წლით ზის ციხეში. ინივიდუალურად არავის ვებრძვით, ვიბრძვით ქვეყნის ინტერესებისთვის.

მოვუწოდებ ივანიშვილს, 8 ოქტომბერს შემოხაზოს 27, მხარი დაუჭიროს ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატს.

„თავისუფალი დემოკრატები“ არავისთან კოალიციაზე არ ვფიქრობთ. „ – განაცხადა ბუკა პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ „ქართული ოცნების“ კოალიცია დატოვეს, ეს ბიძინა ივანიშვილის პირველი განცხადებაა, სადაც პარტია დადებითად მოიხსენია.

იტვირთბა....