პაატა ბურჭულაძის პარტიის კაჭრეთის ზონის უფროსმა, 25 თანაგუნდელთან ერთად გაერთიანება დატოვა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გახდა.
ამის შესახებ განცხადება კაჭრეთის ზონის უფროსმა, ხატია ბურდულაძემ გურჯაანის „ქართული ოცნების“ შტაბში, ბრიფინგზე გააკეთა. პარტიიდან წასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მან ხათუნა ლაგაზიძის პარტიიდან წასვლა დასახელდა.
მოძრაობაში “სახელმწიფო ხალხისთვის,” გურჯაანის შტაბში კაჭრეთის ზონის უფროსის პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.