aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: ავტომენქანიკოსის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყიფშიძის ქუჩაძე ავტომექანიკოსის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატის, ცისმარი ონიანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

„ჩემი დაცვის მქვეშ მყოფი ვერ მაძლევს ინფორმაციას მისი არაადექვატურობის გამო. მაქვს მაგის ცნობები, რომ ჰალუცინაციები აქვს,  იღებდა ანტიდეპრესიულ საშუალებებს. ფსიქიკური პრობლემები აქვს, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შემეძლება პირდაპირ გაგცეთ პასუხი. მისი სასჯელისგან გათავისუფლება რა თქმა უნდა, არ მოხდება“ – განაცხადა ცისმარი ონიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ მიცემულ ინტერვიუში.

ყიფშიძის ქუჩაძე მოკლული რამაზ მჭედლიშვილის მეგობრები, რომლებიც აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ, ყვებიან, რომ მას ჯერ დანით გამოეკიდნენ, შემდეგ კი დალოდება სთხოვეს. რამდენიმე წუთში ავტომატით მივიდნენ და მანქანიდან გადმოუსვლელად ცეცხლი გაუხსნეს. მანქანაში მის გვერდით კიდევ ერთი პიროვნება იმყოფებოდა, რომელიც დანაშულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

მკვლელობაში ბრალდებული, 1994 წელს დაბადებული კონსტანტინე ლაშქარაშვილი 2014 წელს არის ნასამართლევი და ახლა პირობით სასჯელს იხდიდა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე ავტომექანიკოსი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

იტვირთბა....