ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთის ქალაქ ვანში აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში ქალაქ ვანში ძლიერი აფეთქება მოხდა. თურქული ტელეკომპანია NTV-ს ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მმართველი პარტიის რეგიონულ განყოფილებასთან და გუბერნატორის ოფისთან ამოქმედდა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, დაშავებულია 11 ადამიანი.

აფეთქების შედეგად დაზიანდა ახლომდებარე შენობები.

ამჟამად ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები და უსაფრთხოების ძალები.

Sky News ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში იყო დამონტაჟებული.

იტვირთბა....