ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აფინანსებს თუ არა „გირჩს“ ივანიშვილი: „კარგი იქნება „რესპუბლიკელები“ ახალ უბედურებას თუ არ გადაეყრებიან“

„რუსეთში დიდი ხანია ყველაფერი გავყიდე. საქართველოში ბიზნესი არ მაქვს, სამწუხაროდ, მაგრამ ჩემი ხარჯების 99 პროცენტი, ბოლო ოცი წელიწადი საქართველოს ხმარდება. ჩემი ქონების 90 პროცენტს ჩემ ქვეყნას ვახმარ“. -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას.

ყოფილმა პრემიერმა პაატა ბურჭულაძის პარტიაზე ისაუბრა. კითხვაზე „გირჩს“ აფინანსებს თუ არა, მან უპასუხა:

„ ასეთი არაბუნებრივი გაერთიანება შეუძლებელია მომხდარიყოო-ასეთი შეფასება წავიკითხე მედიაში. ამაზე ბუნებრივი გაერთიანება ვერც კი წარმომიდეგნია, როგორ შეიძლება კუბლაშვილი-ვაშაძის გაერთიანება არაბუნებრივი იყოს, მითუმეტეს, როცა ახალი „მემარჯვენეები“  „ნაციონალურ მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილია. ეს სააკაშვილის ხელწერაა. ბურჭულაძე-სააკაშვილის ჩახუტებული ფოტოებიც გამოქვეყნდა. სამი წელიწადია არ მინახავს და ვიყავი ნაწყენი იმიტომ, რომ თავის დროზე, როდესაც ვთხოვე გვერდით დაგვიდექით-თქო უამრავი ფული მოითხოვა და შეურაცხყოფილი ვიყავი, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. იმის შემდეგ დაბადების დღე 60 წლის თავი სამჯერ გადაიხადა არც ერთხელ მივსულვარ.

ნათელმხილველობას და მკითხაობას თუ დაანებებენ თავს „რესპუბლიკელები“, კარგს იზამენ. „გირჩის“ დაფინანსებაზე ამას ვუპასუხებ. კარგი იქნება „რესპუბლიკელები“ ახალ უბედურებას თუ არ გადაეყრებიან. უსუფაშვილი კუბლაშვილის ძალიან ახლო მეგობარია. უსუფაშვილთან პირადი წყენა არ მაქვს, მაგრამ მოვუწოდებ რომ ღირსებას ნუ დაკარგავენ. არ ვიცი რა უნდა ბერძენიშვილს. მათ უნდათ (ხალხი) დაარწმუნონ, რომ ივანიშვილთან არის მიტმასნილი ბურჭულაძის პარტია. “ -განაცხადა ივანიშვილმა.

 

იტვირთბა....