ყოფილმა პრემიერმა ქუთაისში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სამეგრელოში მიტინგზე მოსული ხალხიც კი პოზიტიურად შეხვდა:
„არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა, სამეგრელოში რა თბილად მიგვიღეს, ძალიან კარგად აჩვენეს თავიანთი ძველი ისტორია და სტუმართმოყვარეობა მეგრელებმა. ქუჩაში მოამზადეს ხალხი, რომელსაც სურდათ, რომ შეურაცხმყოფელი განცხადებები გაეკეთებინათ. ქუჩაში, სანამ ჟურნალისტებს ვაძლევდი ინტერვიუს, ის ხალხიც კი ვინც მოიყვანეს საყვირლად, ისინიც კი პოზიტიურად შემხვდნენ. მგონია, რომ ძალიან ვაჟკაცური შეძახილები გააკეთეს მიტინგზე. მინდა მადლობა გადავუხადო მეგრელებს დიდი კულტურისა და სტუმართმასპინძლობისთვის, რომელიც მე ვიგრძენი სამეგრელოში, ზუგდიდში ყოფნის დროს”,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი განცხადებით, პრეზიდენტის სასახლეში შესვლა პირველმა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშილმა გაამართლა.
“შევახსენებ „რესპუბლიკურ პარტიას“, ის რაც ვუსაყვედურე ადრე, რომ პრეზიდენტისთვის რომ ესიამოვნებინათ და რესპუბლიკური პარტიისთვის იქნებ ახალი მეგობარი გაჩენილიყო, როგორ გაუპრავეს ის სიმახინჯე, რომ შევიდა სააკაშვილის სასახლეში, პირველი გადახტა სწორედ უსუფაშვილი და გაუპარავა, აი ერთერთი მიზეზი და სხვა კანონებიც რომელიც კონსტიტუციაში არის დასახვეწი, არ აწყობდათ ეს, რესპუბლიკურ პარტიას ეს იმიჯად არ მოუხდებოდათ, თუ გნებავთ ის რაც ვთქვი, რომ პრეზიდენტი შესაცვლელი იყო სასწრაფოდ, იმიტომ რომ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა დანიშნოს”,-განაცხადა ივანიშვილმა.