ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უშიშროების საბჭოს მდივნობის მთავარ კანდიდატად ვანო მაჭავარიანი სახელდება

უშიშროების საბჭოს მდივნობის მთავარ კანდიდატად ვანო მაჭავარიანი სახელდება. თავად მაჭავარიანი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ პრეზიდენტი კონსულტაციებს გამართავს და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგმიიღებს.

უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ასევე სახელდებოდა ხათუნა ლაგაზიძისა და პაატა დავითაიას კანდიდატურები, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მათი დანიშვნის საკითხი აღნიშნულ თანამდებობაზე, აღარ განიხილება. საქართველოს პრეზიდენტს ირინა იმერლიშვილის შემცვლელის დასახელებისთვის კიდევ 2 კვირიანი ვადა აქვს.

 

იტვირთბა....