განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას მოადგილე გიორგი შარვაშიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა:
”საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდეს გიორგი შარვაშიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2016 წლის 9 სექტემბერიდან”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის შესაბამის ბრძანებაში.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გიორგი შარვაშიძის თანადებობიდან წასვლის მიზეზად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მის მონაწილეობა სახელდება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი აკადემიურმა საბჭომ 23 სექტემბერს უნდა აირჩიოს.