ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერმა რამდენიმე საკადრო ცვლილების შესახებ ბრძანებები გამოსცა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე საკადრო ცვლილების შესახებ ბრძანებები გამოსცა:

 

გათავისუფლდნენ შსს-ს მოადგილე არჩილ თალაკვაძე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში-ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა.

 

ასევე პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლდა კახეთის სახელმწიფო-რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი.

 

მათი გათავისუფლების მიზეზია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა:  ზოგიერთი საპარლამენტო არჩევნებში პარტია ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიაშია, ზოგი კი – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

 

კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია. კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის ვადა 8 სექტემბერს ამოიწურა.

იტვირთბა....