ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რონალდ რეიგანზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ჯონ ჰინკლი გაათავისუფლეს

1981 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ რონალდ რეიგანზე თავდასხმის ბრალდებით დაპატიმრებული ჯონ ჰინკლი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაათავისუფლეს.

როგორც euronews-ი იტყობინება, მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად, 61 წლის ჰინკლი საზოგადოებისა და საკუთარი თავისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ის ვირჯინიაში დედის სახლში იცხოვრებს.

რონალდ რეიგანი და მისი სამი თანხმლები პირი ცეცხლის გახსნის შედეგად დაშავდნენ. ჯონ ჰინკლი პრეზიდენტს მსახიობ ჯოდი ფოსტერზე შთაბეჭდილების მოსახდენად დაესხა.

იტვირთბა....