რუსთავში, ჩათმის რეზერვუარის წყალსადენის მაგისტრალურ 800 მმ-იან ქსელზე, ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, სამუშაოების წარმოება მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს,- ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “რუსთავის წყალი” ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სადიაგნოსტიკო და საავარიო სამსახურის ბრიგადები.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 11 სექტემბერს, 11:00-დან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება მარჯვენა სანაპიროს.
დღეს, შუადღის 12:30 საათიდან წყალი შეფერხებით მიეწოდება მარცხენა სანაპიროს ნაწილს და ჭყონდიდელის დასახლებას.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, წყალმომარაგება ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.