უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე ირინა იმერლიშვილი შესაძლოა ლევან დოლიძემ შეცვალოს. ამის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალებებით ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ამ თანამდებობაზე სწორედ დოლიძის კანდიდატურას განიხილავს.
ლევან დოლიძე nato-ში საქართველოს ელჩი იყო. მას ასევე ეკავა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა, როცა თავდაცვის უწყებას ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარი კვოტით ორი მოსამართლე დანიშნა -უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე.
„რაც შეეხება მომავალ მდივანს, ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, მისი დასანიშნია, მე ამ წუთას არ ვიცი ვის მოიაზრებს პრეზიდენტი. 30 სექტემბრის შემდეგ, ჩაინიშნება ფიცის დადების ცერემონია და ამის შემდეგ შევდივარ მე მოსამართლის უფლებამოსილებაში, რომელიც შეუთავსებელია სხვა ნებისმიერ თანამდებობასთან,“ – აღნიშნა ირინა იმერლიშვილამ.