სასქართველოში დაბრუნებულმა პაატა ბურჭულაძემ ხათუნა ლაგაზიძის ბრალდებებს უპასუხა. პარტიის ლიდერის განცხადებით, სია საქმის მკეთებელი კადრებით დაკომპლექტდა. ის პარტიაში კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების არსებობასაც გამორიცხავს.
“განრისხება, რომელიც ქალბატონმა ხათუნამ გამოიჩინა ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა მან იცოდა ეს, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ გუნდურად განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ ჩვენი პრიორიტეტია პარლამენტში შევიდნენ საქმის მკეთებლები და არა მოლაპარაკეები, იმიტომ რომ მოლაპარაკე ისედაც ძალიან ბევრია პარლამენტში, ხოლო როგორ გაკეთდეს საქმე არ იციან,”-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
პაატა ბურჭულაძე ასევე განმარტავს, რომ მან აპატია ხათუნა ლაგაზიძეს და მისივე თქმით რამდენიმე დღეში ლაგაზიძეს წყენა გადაუვლის და ინანებს საკუთარ საქციელს. ბურჭულაძემ საკუთარი გუნდის წევრებსაც მიმართა:
„მე ვთხოვ ჩემი გუნდის წევრებსაც, რომ აპატიონ და დანარჩენი ღმერთმა შეუნდოს,“-აცხადებს პაატა ბურჭულაძე.