პარალიმპიადაზე, 90-წონით კატეგორიაში ქართველი პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა პარასპორტსმენმა ფინალში უკრაინელი ალექსანდრ ნაზარენკო დაამარცხა. გოგოჭურმა ასპარეზობა 1/4-ფინალიდან დაიწყო და პირველ შეხვედრაში არგენტინელ ხორხე ლენსინასთან იპონით გაიმარჯვა. გოგოჭურმა იპონით იმარჯვა ნახევარფინალშიც, სადაც მეტოქედ ამერიკელი დარტანიონ კროკეტი ჰყავდა.
პარალიმპიადაზე გოგოჭურმა საქართველოს ისტორიაში პირველი მედალი მოიპოვა.