ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ქართული ოცეული საფრანგეთთან ერთად სამხრეთ აფრიკაში სამშვიდობო მისიას შეასრულებს“

“ქართული ოცეული საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში სამშვიდობო მისიას შეასრულებს”, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მის ფრანგ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით,  აღნიშნული მას შემდეგ განხორციელდება, რაც საკითხზე ტექნიკური შეთანხმება გაფორმდება.

”ჩვენ გვქონდა საუბარი სამხედრო განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის მაღალ ხარისხზე. ამ მიმართულებით უფრო გაიზრდება გაცვლის პროგრამა, უფრო მეტი კადეტი შეძლებს საფრანგეთში სწავლას და ეს მისასალმებელია. ჩვენ აღვნიშნეთ სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ საჰაერო-თავდაცვის კონტრაქტი, რომელიც გაფორმდა საქართველო-საფრანგეთს შორის, ეს ხელშეკრულება არის ძალაში და პირობები შესრულდება”, – განაცხადა იზორიამ.

შეგახსენებთ, საქართელოში საქმიანი ვიზიტით საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს. ასევე დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან.

იტვირთბა....