“უახლოეს მომავალში ბათუმში ფრანგული სამხედრო ხომალდი ჩამოდგება”, – ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
”ჩემი ვიზიტის მთავარი გზავნილი იყო, რომ ჩვენ ვგეგმავთ შავი ზღვის აუზში გემების რაოდენობის გაზრდას. ბათუმში ჩამოდგება სამხედრო ხომალდი. ეს ნიშნავს ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობით გამსჭვალულ ისტორიულ პარტნიორობას”, – განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს. ასევე დაგეგმილია საფრანგეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან.