ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხათუნა ლაგაზიძეს პავლე კუბლაშვილი და გოგა კალაძე პასუხობენ

პაატა ბურჭულაძის პარტიის ყოფილი წევრის,  ხათუნა ლაგაზიძის ბრალდებებს  პავლე კუბლაშვილმა უპასუხა:

“ძალიან სამწუხაროა, რომ განაწყენებული, გაბოროტებული ადამიანი ქვებს და ტალახს ისვრის საკუთარი ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ. მე რამდენადაც მახსოვს მას არაფერი მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია იმ თვეების განმავლობაში, როცა ის ამ ადამიანებთან ერთად, ერთი გუნდის ნაწილი იყო  და მისთვის ეს თვალების ახელა მოხდა მას შემდეგ, რაც ვერ დაინახა საკუთარი თავი საარჩევნო სიაში,“ – განაცხადა პოლიტიკური პლატფორმა პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის წევრმა პავლე კუბლაშვილმა.

ლაგაზიძეს ასევე პარტიის  წევრმა,  გოგა კალაძემ უპასუხა:

 

“რომ მოხვედრილიყო ხუთეულში მაშინ აღარ ვიქნებოდი კრიმინალი თუ კრიმინალისტი როგორც იძახის არ ვიცი და გაყიდული იყო პარტია თუ არ იქნებოდა პირველ ხუთეულში, რომ მოხვედრილიყო ალბათ სჯობია მას შეეკითხოთ. გუნდმა გადაწყვიტა და დიდი ალბათობით ის ეკონომიური ცოდნა და იურიდიული მაგას არ აქვს ვიდრე პირველ ათეულში მყოფ ადამიანებს და არც გამოცდილება,“ – აღნიშნა  გოგა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხათუნა ლაგაზიძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიის საპარლამენტო სია კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირების რეკომენდაციით დაკომპლექტდა. მისი განმარტებით, ესენი არიან პავლე კუბლაშვილი და გოგა კალაძე. ხათუნა ლაგაზიძის ინფორმაციით, მას ამ განცხადებების გამო საფრთხე ემუქრება.

იტვირთბა....