ახალი ამბები მთავარი სამართალი

გომბორის გზასთან ახლოს მამაკაცი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

გომბორის გზასთან ახლოს ქალაქ თელავში მცხოვრები 59 წლის მამაკაცი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

„რამდენიმე დღის წინ ოჯახისთვის უთქვამს ჯვარპატიოსნის ეკლესიაში სანთელი უნდა დავანთოო და შემდეგ აღარ გამოჩენილა. სამი დღე ეძებდნენ და წუხელ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა სავალი ნაწილიდან მოშორებით იდგა“, – ამის შესახებ „კახეთის საინფორმაციო ცენტრს“ გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა განუცხადა.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათი თქმით, გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

იტვირთბა....