ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში ქორწილში მცირეწლოვანი ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა

თბილისში,  რიტუალების სასახლეში ქორწილის დაწყებიდან 3 საათის შემდეგ უბედური შემთხვევა მოხდა. კერძოდ, მცირეწლოვანი ბავშვი ე.წ. სავინტილაციო-საჰაერო სივრცეში შეძვრა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა 28 აგვისტოს დაფიქსირდა.

როგორც „მეტრონომს“ სადღესასწაულო რიტუალების სასახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამარ გომართელმა განუცხადა, ბავშვი სავენტილაციო სივრცეში სავარაუდოდ საათზე მეტხანს იმყოფებოდა:

„ძიების შედეგად დადგინდა, რომ სავინტილაციო-საჰაერო სივრცეში ვერცერთი პარამეტრის ადამიანი ვერ მოთავსდება.  ბავშვი მშობლების მეთვალყურეობის გარეშე დიდხანს იყო და მან მოახერხა იქ შეძრომა. „

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბავშვი 6 წლის იყო.

სააგენტო „კვირას“ ინფორმაციით, ბიჭი სავინტილაციო საჰაერო სივრცეში დაახლოებით საათზე მეტ ხანს იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც მშობლებმა  მისი პოვნა შეძლეს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. ექიმებმა მოზარდი გ. ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ორდღიანი მკურნალობის მიუხედავად მოზარდი კლინიკაში დაიღუპა.

როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში  განუცხადეს, საქმე 124-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

იტვირთბა....