საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დავით ბაქრაძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას აღარ დაიკავებს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, დავით ბაქრაძე არჩევნების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე დაინიშნება.